24 აგვისტო 2019,   01:50
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დააკავეს

პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრი,  "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დააკავა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის დამინისტრაციასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიდან გაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სწორედ იქ უნდა დაწყებულიყო 19:00 საათზე ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია, სახელწოდებით "სახელმწიფო სად ხარ?"

მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დედაქალაქში "თბილისი პრაიდი" არ გაიმართოს.

დღის ამბები