20 თებერვალი 2020,   08:43
ვრცლად
აჭარის სანაპირო ზოლზე მაშველი გოგონები წელს პირველად გამოჩნდებიან

აჭარის სანაპირო ზოლზე მაშველი ქალი მაშველები წელს პირველად გამოჩნდებიან. ბათუმელების და დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ისინი მაშველ მამაკაცებთან ერთად იზრუნებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

გოგონა მაშველები, განსხვავებული აზრისა და სურვილის მიუხედავად, ყველას დაეხმარებიან და ისევე, როგორც ყველა მაშველს, მათთან თხოვნა ექნებათ, რომ სარისკო სიტუაციებში ადამიანებმა დაუჯერონ და მათი რჩევები გაითვალისწინონ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები