18 იანვარი 2020,   23:57
ვრცლად
"საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის" - ბოკერია მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან რეგულაციებზე

„ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ, ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების ახალ ინიციატივას, რომელიც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გაახმოვანა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია, რომელთა შემოღებას შემოღებას ხელისუფლება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ გეგმავს, სინამდვილეში თავისუფალი მედიის და ოპოზიციის დევნის ახალი გეგმაა.

„ევროპულმა საქართველომ“ კანონში შესატანი შესაძლო ცვლილებები საგანგებო ბრიფინგზე გააპროტესტა. გიგა ბოკერიას თქმით, საქმე გვაქვს სახიფათო თამაშთან, რომელიც ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ წამოიწყო. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და ოპონენტების კრიტიკული აზრი. ბოკერიამ ამის დასტურად საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითი მოიყვანა, როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების ეთერიდან მოხსნა მოითხოვა.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი არიან სიძულვილის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სცადა აკრძალვა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების. მაშინ, როდესაც საკანონმდებლო საბაბიც კი არ ჰქონდათ. ახლა უნდათ, რომ  შექმნამ ეს საბაბი, რომ ეფექტურად შეზღუდონ სიტყვის, მედიის, პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკური ოპონენტების სიტყვის თავისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. მოქმედებენ სრულიად უტიფრად. ვიცით, რომ საქართველოს გააჩნია დღეს სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვის და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ახლა მათ სურთ, ეს საფუძველი გამოაცალონ ჩვენს დემოკრატიას იმიტომ, რომ შეშფოთებულები არიან საპარლამენტო არჩევნების წინ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. 

„ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ სრულიად უკომპრომისო, აბსოლუტურ დაპირისპირებაზე მოდის და უნდათ, რომ მოასწრონ ეს საარჩევნო შემდეგი სეზონის დაწყების წინ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და ყველა დემოკრატიული და კანონიერი მეთოდით დავუპირისპირდეთ მათ და მძიმე პოლიტიკური ფასი დავუჯინოთ. რადგან აირჩიეს სრული კონფრონტაცია საზოგადოებასთან და დემოკრატიულ ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ გამოწვევას. მათ არ მოსწონთ დღევანდელი კანონმდებლობა იმიტომ, რომ ის იცავს პოლიტიკური ოპონენტის, მედიის, ჟურნალისტის თავისუფლებას და რთულია, ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის დაცვით შეზღუდოს კრიტიკა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არსებული კანონმდებლობით, თუ რომელიმე მაუწყებელი სიძულვილის ენას გამოიყენებდა, საკითხს თვითრეგულირების ორგანო განიხილავდა, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ კი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები