15 ოქტომბერი 2019,   20:46
ვრცლად
ნებისმიერი ქვეყანა სხვადასხვა მეთოდებით იღებს ზომებს არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით - ზალკალიანი ისრაელში დაკავებულ ქართველზე

სპეცოპერაცია ისრაელში ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ - საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლის მეთოდი ყველა სახელმწიფოს სხვადასხვაგვარი აქვს. 
დავით ზალკალიანის თქმით, მისი უწყება ათობით ქართველი ემიგრანტის დაკავებასა და დეპორტაციაზე საქმის კურსშია. თუმცა ის არ ადასტურებს, რომ დაკავებისას საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაირღვა.

"ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი ჩვენს შესაბამის სტრუქტურებთან და მათ აქვთ მითითება, რომ თუკი ადამიანის ნებისმიერი უფლება დარღვეულია ამასთან მიმართებაში იყოს სწრაფი და დროული კომუნიკაცია ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება პროცესს, ეს მათი საშინაო საქმეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ქვეყანა სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით გარკვეულწილად იღებს შესაბამის ზომებს არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ზალკალიანმა.

ისრაელში ხორცპროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა.მხოლოდ ამ საწარმოდან სამართალდამცველებმა 30-მდე ქართველი აიყვანეს, რომლებსაც ისრაელში ყოფნის კანონიერი ვადა უკვე ამოწურული ჰქონდათ. ქუჩებს, სახლებსა და სხვადასხვა ქალაქებში დაკავებულია საქართველოს ათობით მოქალაქე. მათი ნაწილი უკვე დეპორტირებულია, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მათი განცხადებით საპატიმროებში მძიმე პირობებია, საკონსულო კი არ ეხმარებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები