16 ივნისი 2019,   18:32
ვრცლად
ბორის ჯონსმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კამპანია დაიწყო

ბორის ჯონსმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კამპანია დაიწყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დანარჩენ 9 კანდიდატთან ერთად პრემიერობისთვისაც იბრძოლებს. სააგიტაციო შეხვედრაზე მან პირობა დადო, რომ 31 ოქტომბერს ბრიტანეთი ევროკავშირს გარიგებით დატოვებს. მისი განცხადებით სხვა შედეგი არ დადგება.

კანდიდატებს კენჭი კონსერვატორებმა რამდენჯერმე უნდა უყარონ. საბოლოოდ, 10-დან ისინი 2 მთავარ კანდიდატს შეარჩევენ. შერჩეული ორი კანდიდატიდან  კი, პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი ის გახდება, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.

დღის ამბები