16 ივნისი 2019,   19:09
ვრცლად
ნახევრადშეკიდული ჭერი, მწყობრიდან გამოსული ექსკავატორი - დაუსრულებელი რეაბილიტაცია მეტროსადგურ ავლაბარში

ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა და შეუსრულებელი სამუშაოები - მგზავრებს განახლებული სადგურით 2018 წლის თებერვლიდან უნდა ესარგებლათ, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვადის გადაწევა ხუთჯერ ითხოვა, მერიამაც დააკმაყოფილა და სადგური ისევ გაურემონტებელია.

ჭერი სანახევროდ შეკიდეს, მწყობრიდანაა გამოსული ექსკავატორი, მარმარილოს ფილები ჩამოცვენილია. ასეთ სურათს ხალხი მეტროსადგურში უკვე წლებია, უყურებს. ბოლომდე კონტრაქტორმა ერთადერთი სამუშაო შეასრულა, ლიანდაგის გასწვრივ ძვირადღირებულ მარმარილოს ნაცვლად, კერამიკული ფილები გააკრეს.

სამუშაოებს ავლაბრის მეტროში უცხოური საწარმოს ფილიალი ”კიევმეტრომშენის” წარმომადგენლობა ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელს, მიხეილ გაბრიჩიძეს დედაქალაქის მერიამ 579 754 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაზეა დარეგისტრირებული. კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, თუ რატომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება.

რატომ ჭიანურდება სამშენებლო სამუშაოები? დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ არსებულ პროექტებს ვერ ენდობა და მდგრადობის კვლევას ითხოვს. კალაძის მტკიცებით, კვლევის და ახალი პროექტის მომზადებას დრო სჭირდება.

დღის ამბები