18 იანვარი 2020,   23:47
ვრცლად
მოლდოვაში პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისია

პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისი მოლდოვაში - ოლიგარქისა და მისი პარტიის ხელისუფლებისგან ჩამოსაშორებლად პოლიტიკური ოპონენტები გაერთიანდნენ.

პრორუსმა სოციალისტებმა და პროევროპულმა ბლოკმა სამთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს, თუმცა მათი ალიანსი არ სცნო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ოლიგარქის მიერ მხარდაჭერილ პაველ ფილიპს გადააბარა.

საერთაშორისო გაერთიანება და რუსეთი კი მხარს კოალიციას უჭერენ.

 

 

დღის ამბები