20 თებერვალი 2020,   09:04
ვრცლად
ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის გაზრდილი სტატისტიკა - შემზარავი მონაცემები და გამოუძიებელი საქმეები  

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის სტატისტიკა სულ უფრო შემზარავი ხდება. მონაცემები ადასტურებს, რომ ყოველწლიურად ძალადობის და გაუპატიურების ფაქტები მატულობს, მათი გამოძიების მაჩვენებელი კი არ იზრდება.

2018 წელს საქართველოში გაუპატიურების 28 შემთხვევა მოხდა, აქედან პოლიციამ მხოლოდ 5 გახსნა. 23 შემთხვევაში მოძალადე დაუსჯელი დარჩა. კიდევ უფრო მძიმე სურათია მიმდინარე წლის 5 თვეში. იანვრიდან დღემდე, გაუპატიურების 31 შემთხვევა მოხდა, გახსნილია მხოლოდ 11. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართალდამცველი უწყება არაეფექტურად მუშაობს.

როგორც წესი, ქალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება პოლიციის მხრიდან მხოლოდ ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ ხდება. არადა მანამდეც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა ყველაფერი იციან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევებიც. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალია. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები