20 თებერვალი 2020,   08:06
ვრცლად
"გამარჯვებული საქართველო"-ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა და  ყველა ბრალდება მოუხსნა, ახლა სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ოქრუაშვილი გეგმავს შემოიკრიბოს ყველა, ვინც ივანიშვილსა და ქვეყნის უკუსვლაზე მასავით გაბრაზებულია. ამბობს, რომ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომლიც ხვალ დაფუძნდება ის არ იქნება ერთპიროვენული ლიდერი და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური საბჭო მიიღებს. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას "გამარჯვებული საქართველო" ერქმევა. ის ოფიციალურად ხვალ დაფუძნდება. 

ოქრუაშვილის გვერდით ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია იქნებიან.

გარდა ამისა, მათ გუნდში ვიხილავთ ხვალ ვალერი გელბახიანს და მიხეილ ჯიბუტსაც, ასევე ახალ სახეებს. 

დღის ამბები