20 თებერვალი 2020,   08:49
ვრცლად
"ამით ხდება არჩევნების წაგების გამართლება" - ირაკლი კობახიძე არჩევნებში ე.წ. ქურდული სამყაროს მონაწილეობაზე ბრალდებებს პასუხობს

ამით ხდება ასე ვთქვათ, არჩევნების წაგების გამართლება - ამ განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებში ე.წ. ქურდული სამყაროს ჩართულობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.   

ირაკლი კობახიძე არჩევნებში ე.წ. ქურდული სამყაროს მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებების კეთება ოპოზიციის წევრების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც არჩევნებში წაგების გამართლებას ემსახურება. 

„ჩვენ მუდმივად გვესმის გარკვეული ბრალდებები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი. ამით ხდება ასე ვთქვათ, არჩევნების წაგების გამართლება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია ოპოზიციის მხრიდან წლების განმავლობაში. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის მონაწილეობას არჩევნებში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არა ერთხელ მითქვამს, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვი ჰყავდა რეალურად ჩართული ქუჩის წარმომადგენლები და ამაზე, ძალიან კონკრეტული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

დღის ამბები