20 თებერვალი 2020,   08:06
ვრცლად
"ჩვენ ივან გოლუნოვი ვართ" - რუსეთის გამოცემები გამომძიებელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

რუსეთის წამყვანი გამოცემები ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. "Ведомости"-მ, "Коммерсант"-მა  და "РБК" -მა დღევანდელი გაზეთების პირველ გვერდებზე ერთნაირი სათაურები დაბეჭდეს. "ჩვენ ივან გოლუნოვი ვართ"- ამ სიტყვებით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ინტერნეტ-გამოცემა "მედუზის" გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელიც 5 დღის წინ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

მისი კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ გოლუნოვს პროფესიული საქმიანობისთვის დევნიან, რადგან ის რუსი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა. მათივე მტკიცებით, გოლუნოვს ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.

ამჟამად ჟურნალისტი შინა პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 12 ივნისს რუსი ჟურნალისტები კოლეგის მხარდასაჭერად ხალხმრავალ საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ.

დღის ამბები