19 იანვარი 2020,   01:12
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ცხინვალის ე.წ. პარლამენტში არჩეული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა ე.წ. დეპუტატი, რომელიც ცხინვალის რეგიონის არჩევნებით გუშინ ე.წ. პარლამენტში შევიდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. იმ დამკვირვებლებს, კი ვინც დეფაქტო არჩევნებს მეთვალყურეობას უწევდა, საქართველოში ლეგალურად შემოსვლა აეკრძალოთ.

„კატეგორიულად მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა ე.წ. დეპუტატი, ვინც გუშინ შევიდა „იუჟნაია ასეტიას“ პარლამენტში, მიცემული იქნას სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო ჩამოსული ე.წ. მეთვალყურეები უცხოეთიდან, სამუდამოდ შევიდნენ იმ შავ სიაში, რომლითაც ისინი საქართველოში ვერასოდეს ვერ შემოვლენ ლეგალურად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები