20 თებერვალი 2020,   08:09
ვრცლად
ბრიტანეთში პრემიერობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ

ბრიტანეთში პრემიერობის კანდიდატები დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებენ. კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის პოსტის დაკავების სურვილი 10-ზე მეტმა კანდიდატმა გამოთქვა.  თითოეულმა მათგანმა მინიმუმ 8 თანაპარტიელის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

ტერეზა მეიმ თანამდებობა 7 ივნისს დატოვა, თუმცა პრემიერის მოვალეობის შესრულებას მისი შემცვლელის ვინაობის გარკვევამდე მაინც განაგრძობს. ახალ პრემიერ-მინისტრს მემკვიდრეობით ერგება ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბრექსითს“ უკავშირდება. სწორედ ახალი ლიდერის გადასაწყვეტი იქნება, როდის, როგორ ან საერთოდ უნდა დატოვოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირი.

დღის ამბები