22 ნოემბერი 2019,   21:47
ვრცლად
150 ლარიანი დახმარება "ოცნების" მხარდამჭერი დევნილებისთვის - ენმ აფხაზეთის მთავრობას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს 

აფხაზეთის მთავრობას ოპოზიცია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უწყების 2019 წლის ხარჯები შეისწავლა. ირკვევა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, აპრილში აფხაზეთის მთავრობამ სამეგრელოში ბიუჯეტი გაზარდა. ბესო შენგელია ამბობს, რომ ეს ფული ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსასყიდად დასჭირდა და კონკრეტული პროგრამები დააფინანსა.

ოპოზიციის ვარაუდს ადასტურებს ადგილობრივების ნაწილი. აფხაზეთის მთავრობის მიერ დარიგებულ 150 ლარიანი დახმარება, როგორც დევნილები ამბობენ პოლიტიკური ნიშნით ნაწილდებოდა. მიმართვის მიუხედავად თანხა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფებმა საერთოდ ვერ მიიღეს.

აფხაზეთის მთავრობაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ რომ 150 ლარი ყველაზე გაჭირვებულებს ურიგდება. უწყებაში განმარტავენ, რომ დახმარება სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონებშიც გაიცა და ამას არჩევნებთან კავშირი არ ქონია. ზუგდიდში ბიუჯეტის 300 ათას ლარიან ზრდას კი უწყება საბავშვო ბაღის მშენებლობით ხსნიან. აფხაზეთის მთავრობაში ამბობენ, რომ გამოყოფილი ფული ჯერჯერობით არც კი დახარჯულა.

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები