09 დეკემბერი 2019,   03:46
ვრცლად
კანდელაკი მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს - რა წერია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დოკუმენტში

ევროპული საქართველო, იუსტიციის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ ინფორმაცია, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომიდან წულუკიანის უწყებამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გაავრცელა სიმართლეს არ შეესაბამება.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ტყუილია თითქოს კომიტეტმა მოიწონა ის ღონისძიებები რომელსაც მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. სინამდვილეში კი კანდელაკის თქმით, კომიტეტმა იუსტიციის მინისტრს შემდეგი რეკომენდაცია მისცა.

„მინდა გამოვყო იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში რამდენიმე ტყუილი. პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ  მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება. ეს არის ტყუილი. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რომ გამოძიება იყო მასშტაბური და სწრაფი რათა დამნაშავეები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში და ეს ფაქტი ევროსასამართლომ დაადგინა რომ ნამდვილად მოხდა როცა მას აშანტაჟებდნენ ბატონი ფარცხალაძე და მაშინდელი  პრემიერ-მინისტრი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ უსწრაფესად,“ -განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გარდა ამისა, გიორგი კანდელაკის თქმით, ვანო მერაბიშვილს არ ჰქონია მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან სრულყოფილი წვდომა რაზეც იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს და ამის შესახებ შეშფოთება კომიტეტმა გამოთქვა.

„კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურის გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს მერაბიშვილის დაზარალებულის სტატუსი და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მას მიანიჭოს აღნიშნული სტატუსი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ტყუილია ის ფაქტიც თითქოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი 2018 წლის 4 დეკემბერს შეაფასა.

„მერაბიშვილის ციხიდან გაშვების საკითხი მინისტრთა კომიტეტს 2018 წლის დეკემბერში არ განუხილავს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები