13 ნოემბერი 2019,   07:13
ვრცლად
"ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა, გაცნობითი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა" - დავით ზალკალიანი პრემიერისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრიუსელში, ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

ზალკალიანი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ ბახტაძესა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ეს გაცნობით ხასიათს ატარებდა.

„მიღების დროს, ბუნებრივია, იქ იყვნენ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა მასთთან კომუნიკაციის. მათ შორის, ზელენსკისთან. მაგრამ, ამას არ შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ ოფიციალური შეხვედრა ან მოლაპარაკებები. ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა, გაცნობითი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბუნებრივია, ეს დაადასტურა კიდეც უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ, რომ მათ ერთმანეთი გაიცნეს და ეს იყო და ეს,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები