13 ნოემბერი 2019,   06:52
ვრცლად
"შეიძლება ხვალ თუ ზეგ, ისევ გახდეს სააკაშვილის ფაქტორი ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა“ - დავით ჭიჭინაძე

„სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას და ის მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, უკრაინასა და საქართველოს შორის პრობლემა გახდეს.

„სააკაშვილი, თვითონ როგორც ასეთი, თუ მისი პოლიტიკური ცხოვრება უკრაინაში, ზელენსკის ნათქვამიდან გამომდინარე, მისი მხრიდან არ განიხილება, მე ვფიქრობ,  სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას და ის მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ შეიძლება ხვალ თუ ზეგ, ისევ გახდეს სააკაშვილის ფაქტორი ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები