15 ნოემბერი 2019,   19:13
ვრცლად
რაფორმალურ მმართველობას ახორციელებს ადამიანი, რომელიც არის ფაქტიურად ოლიგარქი - ეკა გიგაური Freedom house-ის მწვავე ანგარიშზე საუბრობს

მესამე სექტორი Freedom house-ის მწვავე ანგარიშს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია სწორედ ის პრობლემები, რომელიც სასამართლო სისტემის წარუმატებელმა რეფორმამ და ოლიგარქიულმა მმართველობამ ქვეყანაში შექმნა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთის მხრივ აღიარებენ იმას, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ ამავე დროს ისინი საუბრობენ  იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება სავალალო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რა თქმა უნდა წარუმატებელი რეფორმა სასამართლო სისტემაში იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შეუძლებელი არის რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი იყოს ჩვენს ქვეყანაში და წინ წავიდეს ქვეყანა და მეორე, არის ის მმართველობის  ფორმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ეს არის არაფორმალური მმართველობა და ამ არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს  ადამიანი, რომელიც არის ფაქტიურად ოლიგარქი,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

Freedom house-ის რეიტინგში, საქართველო უკან იხევს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს. პირველი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არ არჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. Freedom house მიუთითებს, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომლის მიხედვით 5 შესაძლო ქულიდან, საქართველომ მხოლოდ 2 დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. უკუსვლის მიზეზად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი გავლენები სახელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები