18 ნოემბერი 2019,   12:51
ვრცლად
თითიდან გამოწოვილი საბაბით თავის ხელდასმული პრემიერი ბრიუსელში გაგზავნა - მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ბახტაძის ვიზიტს ეხმაურება

მამუკა ბახტაძის მოულოდნელ ვიზიტს ბრიუსელში და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს, რომ რუსი ოლიგარქი უკრაინის ახალ პრეზიდენტს აქამდე მოუწოდებდა, რომ ის უკრაინაში არ დაებრუნებინა, ახლა კი იმაში დასარწმუნებლად, რომ რაიმე თანამდებობაზე არ დანიშნოს. 

"რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, მისი ხელქვეითი, პრემიერი გამოაგზავნა ბრიუსელში თითიდან გამოწოვილი მიზეზით, როგორც ქართველებმა განმარტეს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რომელიც სინამდვილეში 4 ივლისს არის. ის სასტუმროს ფოიეში დაუდარაჯდა ზელენსკის, იქიდან გამომდინარე რომ ივანიშვილი თავდაპირველად ლობირებდა, რომ უკრაინაში არ შევეშვით, ახლა ევედრება, რომ ღმერთმა არ ქნას სადმე არ დამნიშნონ,"-წერს სააკაშვილი.

დღის ამბები