16 დეკემბერი 2019,   09:32
ვრცლად
ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით -- ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის გააქტიურებაზე საუბრობს

ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით  - მთაწმინდის რაიონში არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი გუნდი  აკრძალულ მეთოდებზე გადავიდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები წინასაარჩევნოდ შალვა შავგულიძის წინააღმდეგ  ხელისუფლების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კრიმინალური ავტორიტეტების კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ, ვისაც ივანიშვილის პარტია, მეორე ტურის წინ მთაწმინდაზე ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ, საარჩევნოდ იყენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაში ჩართულები არიან საკრებულოს წევრებიც.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ივანიშვილის გუნდის არალეგალურ და უკანონო წინასაარჩევნო ოპერაციებზე საუბრობს. ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კონსპირაციული შტაბი, სადაც პარტიის ლიდერები და ე.წ. ძველი ბიჭები იკრიბებიან ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.

„დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ეს არის უკვე დოკუმენტური დადასტურება, რომ მათ აქვთ არარეგისტრირებული შტაბი, რომ დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ აუდიტის სამსახურიდან, ეს შტაბი არ არის დაფიქსირებული და იქ როცა საუბრობენ, რომ ჩვენ აქ მეგობრები და ძმაკაცები ვიკრიბებითო ეგ არის კანონით განსაზღვრული „ძმაკაცები“ ბრჭყალებში რომ იკრიბებიან, შტაბს რომ ქირაობენ და იქ საარჩევნოდ რომ მუშაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი. ეს უნდა იყოს რეგისტრირებული, ეს უნდა იყოს გატარებული როგორც შემოწირულობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ღირს ფული. თუნდაც მეგობრის სახლი იყოს და მაშინ ეს არის  არამატერიალური შემოწირულობა, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რაც ასევე საზოგადოებამ იცის, რომ მთლიანად საარჩევნო ოპერაციის უდიდესი ნაწილი ივანიშვილის გუნდს ყოველთვის აქვს, ანუ წილებს მიღმა, უკანონო, არალეგალური შავი ფულით,“- განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები