22 ნოემბერი 2019,   21:46
ვრცლად
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს

უკრაინული პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო, მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელობას სთავაზობს.

"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, კიევის მოქმედმა მერმა განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის “ახალ ძალთა მოძრაობას” არჩვენებში მონაწილეობისთვის დაბრკოლებები შეუქმნეს, ის მზადაა უკრაინაში ჩასულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ სახით პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს.

კლიჩკოს განცხადებით, იგი თავადაც პარტიის ლიდერად დარჩება და დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც შეითავსებს.

დღის ამბები