20 თებერვალი 2020,   09:41
ვრცლად
სამეფო კლუბი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას იწყებს - მონარქიის მომხრეები ყველაზე მაღალ ფსონს 7 წლის უფლისწულზე დებენ  

კონსტიტუციური მონარქიის მომხრეებს, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფება ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟის დაბადებით, 2011 წელს, არარსებული სამეფო კარის გარემოცვას იმედი მიეცა, რომ საქართველოს მეფე ისევ ეყოლებოდა.

საკონსტიტუციო მონარქიის მომხრეები ამბობენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გამეფების შანსი დაკარგა. მეფე საკუთარი ხალხისთვის ზნეობრივად სამაგალითო უნდა იყოს, ბაგრატიონ-მუხრანელის იმიჯი კი უკვე შელახულია. დავითის ძმებისა და სხვა პრეტენდენტების გვერდით, მონარქიის მომხრეები, ყველაზე მაღალ ფსონს, პატარა უფლისწულზე დებენ.

მონარქიის მომხრეებისთვის, უფლისწულის ასაკი დაბრკოლება არ არის. თუკი ტახტზე გიორგი ბაგრატიონი ნაადრევ ასაკში ავა, ქვეყანას რეგენტთა საბჭო მართავს. კონსტიტუციური მონარქიის იდეა სამეფო კლუბმა დღეს საზოგადოებას გააცნო. 

ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლო სკანდალების შემდეგ, მედიასთან არ ჩნდება. მისი ადვოკატის ინფორმაციით, არარსებული ტახტის მეფე დავითი ამჟამად საქართველოში იმყოფება და მევენახეობითაა დაკავებული. ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ ის მონარქობისთვის მზადაა. 

კონსტიტუციურ მონარქიას მხარს უჭერს ეკლესიაც.  

დღის ამბები