22 იანვარი 2020,   21:45
ვრცლად
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში, თადუმაძე უზენაესში - ივანიშვილი სასამართლოზე კონტროლს აძლიერებს

"ქართულ ოცნებაში" დიდი ცვლილებები იგეგმება. ბიძინა ივანიშვილი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ პირებს აბარებს. მედია უკვე აქტიურად აანონსებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ოლიგარქის სრული კონტროლის ქვეშ ქვეყნის ორი მთავარი სასამართლო აღმოჩნდება.

ყოფილი პრემიერის დავალებით მისი ყოფილი ადვოკატი და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია. შალვა თადუმაძე ერთ-ერთი და სავარაუდოდ უკონკურენტო იქნება უზენაესის სასამართლოს მოსამართლების კონკურსში მონაწილე იმ 144 კანდიდატს შორის, რომელთაგანაც ნინო გვენეტაძის შემცველი უნდა აირჩიონ.

პოლიტიკური გადალაგებები როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოთი არ დასრულდება. საკონსტიტუციო სასამართლოდან უზენაესში გადასასვლელად ემზადება ზაზა თავაძეს, მის ნაცვლად კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს კი სავარაუდოდ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. პრესა წერს, რომ კობახიძე მოსამართლის მანტიას ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მოირგებს, დროებით მას პარლამენტში რომელიმე ვიცე-სპიკერი შეცვლის. 2020 წლისთვის კი ორივე სასამართლო ინსტანცია ივანიშვილის პირდაპირი კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სასამართლოში ივანიშვილი გავლენებს თავიდან გადაანაწილებს და ძალაუფლება ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან ერთად მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ექნებათ. ოპოზიცია დარწმუნებულია იმაშიც, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკურ თამაშს პასუხს ამომრჩეველი 2020 წელს საარჩევნო უბნებთან გასცემს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები