22 იანვარი 2020,   20:23
ვრცლად
ქუთაისში შენობის მეორე სართულიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, შენობის მეორე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 60 წლამდე მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებში 2 დღის წინ ჩაერთო. იგი ერთ-ერთ მუშას სიმძიმის აწევაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.

მამაკაც ფეხის არეში დაზიანებები აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები