20 თებერვალი 2020,   08:05
ვრცლად
"თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა" - პრემიერმა ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს გადაუგზავნა 

თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა - ასე ჰქვია პრემიერის ყოველწლიური ანგარიშს, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რის ირგვლივაც აგებულია პრემიერის მოხსენება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს.

თუმცა, პარლამენტის სერვერი დილიდან გათიშული იყო, რის გამოც დეპუტატებმა ვერ შეძლეს საიტიდან ანგარიშის ელექტრონული ვერსიის ნახვა.

ჩანაწერში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით ასევე ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ანგარიში 212 გვერდისგან შედგება. მას შემდეგ რაც დეპუტატები და კომიტეტები ბახტაძის მოხსენებას შეისწავლიან, პრემიერი სესიაზე თავად წარდგება დეპუტატების წინაშე. 

დღის ამბები