21 აგვისტო 2019,   05:44
ვრცლად
საქართველოს ჰიმნი და შეძახილები, "დავით გარეჯი საქართველოა" - დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯში

საქართველოს ჰიმნი და შეძახილები დავით გარეჯი საქართველოა! - დღეს საქართველოს მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯში აღნიშნეს.

საქართველოს მოქალაქეებმა დღეს ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისვლაც შეძლეს, სადამდე მიღწევაც ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

როგორც ცნობილია, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან ჩაკეტილი იყო. გზა 5 მაისს, აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, თუმცა 16 მაისის შემდეგ, ის ისევ ჩაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიამდე მისვლას ვერავინ ახერხებდა. 

მოქალაქეები, როლებმაც მონასტერში ასვლა მოახერხეს, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გეგმა შეასრულა და გზა ჩიჩხიტურამდე უკვე გაყვანილია. 5 დღიანი მუშაობა გუშინ გვიან ღამით დაასრულეს.

დავით გარეჯის პარალელურად აქცია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა წითელ ხიდზე გამართეს. 2 საათით გადაიკეტა ცენტრალური მაგისტრალი.

დავით გარეჯის ირგვლივ გამწვავებულ ვითარებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ გარეჯში განვითარებული მოვლენები შესაძლოა, მის განცხადებებს უკავშირდებოდეს, რომელიც საზღვრის დემილიტარიზაციას შეეხებოდა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება ბოლო 2 კვირაა ინტენსიურად მომდინარეობს. დელეგაციას ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. შეთანხმება არ მიღწეულა, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულს მხოლოდ საკუთარი პოზიციები დაუზუსტა. მოლაპარაკებების პარალელურად აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაასრულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები