16 ივნისი 2019,   04:56
ვრცლად
იქნება თუ არა სოსო გოგაშვილი 2020 წლის არჩევნებზე სიაში - "იდეაა ეგ, შეიძლება, დავფიქრდე“

„ამაზე თავში არც გამივლია, სხვათა შორის, იდეაა ეგ, შეიძლება, დავფიქრდე, არ ვიცი,“ - ასე უპასუხა სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაბათის კურიერის შეკითხვას, იქნება თუ არა სოსო გოგაშვილი2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს საპარლამენტო სიაში.

მისი თქმით, არა აქვს ინფორმაცია, რომ სიას ირაკლი ღარიბაშვილი ადგენს. გოგაშვილის განცხადებით, პარტიას ალაგებს მისი თავმჯდომარე.

"მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, რომ სიას წერს ღარიბაშვილი, პოლიტიკური მდივანია ირაკლი, მეც იქ ვარ. კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური. არ ვალაგებთ ერთად, პარტიას ალაგებს პარტიის თავმჯდომარე ყოველთვის,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი აზრის დაფიქსირება საჯაროდ უკვე შეუძლია, რადგან სუს-ში ის აღარ მუშაობს. 

"აღარ ვმუშაობ საჯარო და დახურულ სამსახურში. მე ვარ ჩვეულებრივი არაჩინოვნიკი, ვმუშაობ პარტიაში, ამიტომ საჯაროდ შემიძლია, საუბარი დავიწყო იმაზე, რაც მაწუხებს და ვისაუბრო," - აღნიშნა გოგაშვილმა. 

 

დღის ამბები