21 აგვისტო 2019,   05:03
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზი" კვების კომპანიასთან ხელშეკრულების სავარაუდო გაწყვეტის მიზეზად მუშების პრეტენზიებს ასახელებს

ჯორჯიან მანგანეზი კვების კომპანიასთან ხელშეკრულების სავარაუდო გაწყვეტის მიზეზად მუშების პრეტენზიებს ასახელებს.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციისწარმომადგენელი, ირაკლი პეტრიაშვილი, აცხადებს, რომ კომპანიასთან, რომელიც მუშებს უკვე სამი წელია, საკვებით უზრუნველყოფს, აქამდე არც მათ და არც სურსათის უვნებლობის სამსახურს პრეტენზია არ ჰქონიათ.

„ეს ნაბიჯი კომპანიამ გადადგა და დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა, რადგან მოთხოვნა იყო და ერთ-ერთი მესიჯი იყო აქ აქციებიდან კვების საკითხი. მაღაროელებთან ერთად მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მათთან ერთად ავდიოდი და ვიკვებებოდი ყოველთვის, როცა კი ვახერხებდი. შესაბამისად, გარკვეული ტიპის სერიოზული პრობლემები არ ყოფილა იმიტომ, რომ პრეტენზიები იყო. 220 ადამიანი იკვებება, 220 ადამიანისთვის ერთი და იგივე ტიპის გემოვნება გამორიცხულია, მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გარკვეული ტიპის შენიშვნები ჩვენ არ მიგვიღია, ანუ კომპეტენტური ორგანოებისგან იმიტომ, რომ ზოგს მარილიანი მოსწონს, ზოგს უმარილო, ზოგი ხახვს ჭამს, ზოგი არ ჭამს,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი კი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. გაფიცულების მოთხოვნებს იზიარებენ ასევე ზესტაფონიდან და ტყიბულიდან ჩასული მხარდამჭერები და მსგავს პირობებში მყოფ ყველა მუშას მასშტაბური გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები