27 მაისი 2019,   06:01
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პროვოკატორო, მე საქართველოსთვის ვარ შე არაქალო - ზუგდიდში ჩასული მანანა არჩვაძე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა 

პროვოკატორო, მიბრძანდით აქედან, მე საქართველოსთვის ვარ შე არაქალო - ასე მანანა არჩვაძემ ჟურნალისტებს მიმართა. ის მედიის წარმომადგენლების შეკითხვამ გააღიზიანა, რომლებიც დაინტერესდნენ რატომ გადაწყვიტა მან ზუგდიდში მაინცდამაინც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში ჩასვლა და იდგა თუ არა მის უკან მმართველი პარტია.

ზვიად გამსახურდიას მეუღლემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება მის აქციას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დღეს მხარდამჭერებთან სანდრა რულოვსის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საქართველოდან გააგდებს. აქციაზე მანანა არჩვაძის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ. 

დღის ამბები