27 მაისი 2019,   06:00
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ქვეყანამ დაკარგა სახე" - გიორგი ვაშაძე

„ქვეყანამ დაკარგა სახე, ეს სახე უნდა აღვუდგინოთ არჩევნებში მძლავრი გაფრთხილებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს,“ - ეს განცხადება, ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდის საკრებულოს წინ გააკეთა, სადაც ვითარება დაძაბულია.

გიორგი ვაშაძემ შექმნილ სიტუაციას არაადეკვატური პროცესი უწოდა. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

„არაადეკვატური პროცესია. მოვედით განაცხადის ჩასაბარებლად, საკრებულოს წევრები რიგ-რიგობით გამორბიან შიგნიდან, რა უნდათ, ვერ გავიგე, რატომ ატეხეს ეს აჟიოტაჟი,“ - განცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები