23 აგვისტო 2019,   17:06
ვრცლად
"პოლიცია კრიმპოლი ყველა აქ არის მობილიზებული"- ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციის ლიდერებს არ უშვებენ

ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია. შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხოლოდ ნაწილი შეუშვეს. პარტიის სხვა ლიდერები ჟურნალისტებთან ერთად კარს მიღმა იმყოფებიან. კარი პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა და საკრებულოს უმრავლესობის წევრის გია დანელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხის განხილვა მოხდეს. 

„დაცვის პოლიცია კრიმპოლი ყველა აქ არის მობილიზებული, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, როცა პარლამენტის წვერს არ აძლევენ საშუალებას, რომ შევიდეს საჯარო შენობაში. რას იცავენ ესენი? გვინდა, რომ შევიტანოთ განცხადება ფურცლის ეშინიათ, თუ პარლამენტის წევრების? გვინდოდა განცხადების შეტანა,რომ დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება.ეს არის კრიმინალი. ადამიანი პირდაპირ ამბობს,რომ მზად არის დააშინოს, გაიტაცოს მოისყიდოს,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.  

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

„კურიერის“ ოპერატორი საკრებულოს შენობაში იმყოფება, მას გარეთ არ უშვებენ, ჟურნალისტს კი შენობაში არ უშვებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები