24 აგვისტო 2019,   01:53
ვრცლად
ცხოვრება ტუალეტებში, სადაც მორიელებისგან და მღრღნელებისგან თავს იცავენ - დევნილები კომპაქტიურ დასახლებებში უკიდურად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ

დევნილები, რომლებიც ტუალეტებში ცხოვრობენ და რომლებსაც სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ახდევნებს - ასეთია მდგომარეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში ზუგდიდში, კახათში და ინდირში.

მოსახლეობა ამბობს, რომ მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, მათ გაურკვეველი მიზეზით დახმარებას უხსნიან.

შენობებში, სადაც კომპაქტურად არიან დევნილები შესახლებული არ არის წყალი, კანალიზაცია. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირად შენობაში ქვეწარმავლებსაც პოულობენ.

„მორიელებით არის სავსე. აქ არის საპირფარეშო. რაღაცეები მიწყვია ზედ, რომ სუნი არ ამოვიდეს,“-ამბობენ ზუგდიდის კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლები.

დევნილების დასახლებებში გადათხრილია მისასვლელი გზა.  

დევნილები "ოცნების" მხრიდან მათი მოსყიდვის მცდელობაზეც საუბრობენ.

„მოღალატე ივანიშვილმა უნდა მოიგოსო. ჩვენო მოგიტანთო შეშასო. შენ როგორ მომიტანო უთხრა ბებიამ და მოგიტანთო, ჩვენი პარტია მოგიტანსო. მანამდე სად იყავით მეთქი? სოციალურს უხსნიან ყველას ვინც ივანიშვილის ხალხი არ არის, დიდი ქულა მოუვიდათ ვითომ და...“-აცხადებენ დევნილები.

ინდირსა და კახათში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი თხილი იყო, რომლის მოსავალსაც ფაროსანას გამო უკვე მეოთხე წელია ვერ იღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები