24 აგვისტო 2019,   02:20
ვრცლად
უმრავლესობის მცდელობის მიუხედავად სკანდალური მინისტრი პარლამენტში მიდის-დეპუტატები ქობულიას გამოსვლისთვის ემზადებიან

უმრავლესობის მცდელობის მიუხედავად, სკანდალური მინისტრი პარლამენტის ტრიბუნას მაინც დაიკავებს. ხვალ საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდოდ ხმაურიანი განხილვა ელოდება. პარლამენტში გიორგი ქობულიას ელოდებინ. მთავარი შეკითხვა დღის წესრიგიდან ამ დრომდე არ მოხსნილა - რატომ და როგორ მოხდა მინისტრი პოსტიდან გაშვება და  რა კონფლიქტი უძღოდა მინისტრთა კაბინეტში სკანდალურ ცვლილებას "ოცნების" ელიტასა და ქობულიას შორის. 

ქობულია პარლამენტში "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატების ინიციატივით მიდის. 

შეხვედრას არ დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ არ სურთ „ოცნების“ ყოფილი და განაწყენებული წევრების დისკუსიაში ჩაერთონ.

"ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატებისგან განსხვავებით ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეკითხვები არ აქვთ უმრავლესობაში. ყოფილი თანაგუნდელის მოხსენება "ქართული ოცნებისთვის" უინტერესოა.

"ქართული ოცნება" ერთსულოვანი არ არის. ლიდერების ხისტი დამოკიდებულების მიუხედავად უმრავლესობას ისევ ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია უპირისპირდებიან, მათ ქობულიას მოწვევას ხელი მოაწერეს და სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომასაც დაესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები