12 დეკემბერი 2019,   23:05
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა. მაიკ პომპეო დაგეგმილი მოლაპარაკებების ნაცვლად დღევანდელ დღეს ბრიუსელში გაატარებს. ის ევროპელ მაღალჩინოსნებთან ირანის საკითხზე გამართავს მოლაპარაკებებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

რუსეთში კი სახელმწიფო მდივნის რანგში მაიკ პომპეოს პირველის ვიზიტი ხვალ გაიმართება. რუს კოლეგას ის სოჭში შეხვდება. დაგეგმილია ასევე მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინთან.

კრემლის ინფორმაციით, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემები ვენესუელა, სირია და უკრაინა იქნება.

დღის ამბები