29 იანვარი 2020,   20:52
ვრცლად
ნინო ნიჟარაძის დაცვის მხარე, თანახმაა ნიკა გვარამიას წინადადებაზე, საქმე საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს

ნინო ნიჟარაძის დაცვის მხარე მზად არის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის წინადადება მიიღოს და საქმემ საერთშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს. ადვოკატი სარჩელის შეტანის მიზეზად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან თავის დროზე კომუნიკაციის არქონას ასახელებს. მისი თქმით, 9 პროცენტიანი წილის მფლობელმა არხის ადმინისტრაციისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და ამ ფონზე მათთვის ერთადერთი გზა, სასამართლო იყო.

"თუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეთერისთვის გამიზნული განცხადება, რომ ჩვენ "გვინდა წავიდეთ არბიტრაჟში და წამობრძანდით თქვენც," ჩვენ თანახმა ვართ ნებისმიერი პოზიცია განვიხილოთ საქართველოს არბიტრაჟში უცხოეთის არბიტრაჟში და როგორც არ უნდა იყოს. ჩვენ თანახმა ვართ სრულად და ყოველმხრივ და ობიექტურდ ნებისმიერ ასპარეზზე და ნებისმიერ ტრიბუნაზე იქნას ეს საკითხი გამოკვლეული და თვითმიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს სასამართლოო, საერთოდ არ წავიდოდით სასამართლოში ჩვენს წერილებზე პასუხი რომ გაეცა "რუსთავი 2"-ის ადმინისტრაციას დას ჩაგვეთვალა რომ ეს პასუხები დამაკმაყოფილებელია,"-აცხადებს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარეს, კომუნიკაციაზე პრობლემა არ შეჰქმნია. მურადაშვილის თქმით, ნიჟარაძის დაცვა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

"მოგონილი არგუმენტია მხოლოდ იმისთვის რომ ნელ-ნელა დაიწყონ ბარიერების შექმნა იმ შეთავაზებისთვის რომელიც იქნა გაკეთებული ჩვენს მიერ, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ამოწურული იყოს ეს საკითხი, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ, მაგალითად, რომ გავიყოთ ეს ხარჯები და არა ისე რომ სრულად "რუსთავი 2"-ს დაეკისროს, ან სხვა ნებისმიერი წინადადება, რაც შეიძლება მხარეებს ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, იმისათვის რომ სამართლიანად გადაწყდეს დამოუკიდებელი ნეიტრალური არბიტრის მიერ. ეს არის სრული სიცრუე, ისინი ჩვენთან კომუნიკაციას ახდენდნენ ჯერ კიდევ 2015 წელს, სანამ ქიბარ ხალვაში შეიტანდა სარჩელს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ერთადერთი ბოლოს მთელი ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია რაც იყო მათი, ეს იყო შემოტანილი ერთადერთი წერილი აღდგომებამდე, ითხოვდნენ ძალიან ბევრ ინფორმაციას, ძალიან მოკლე ვადაში, 5-დღიან ვადაში, ეს ვადაც ალბათ იმიტომ იყო მითითებული რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ვადაში დოკუმენტაციის გაცემა და რომ შემდეგ საფუძველი ჰქონოდათ რომ წასულიყვნენ სასამართლოში და ეთქვათ, რომ თითქოს მათ კომუნიკაციაზე ჩვენ პასუხს არ ვცემთ,"-აცხადებს თამთა მურადაშვილი. 
 

დღის ამბები