21 ივლისი 2019,   19:07
ვრცლად
იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ტაბატაძე პროფესიას დაუბრუნდა.  თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია სად გააგრძელებს მუშაობას იმერეთის ყოფილი  გუბერნატორი. 

გუბერნატორად დანიშვნამდე პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. მოგეხსენებათ, ის არის გენერალი, ის არის სამხედრო და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ ის დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მე მინდა შავლეგოს გადავუხადო დიდი მადლობა იმ გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან ამ პოსტზე ყოფნის დროს შეძლო და გააკეთა,“- ბახტაძე.

დღის ამბები