27 მაისი 2019,   05:11
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„კობახიძეს დასჭირდა ვიღაცაზე აგრესიის გადატანა, „რუსთავი 2“ ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია" - გედევან ფოფხაძე

„კობახიძეს დასჭირდა ვიღაცაზე აგრესიის გადატანა, „რუსთავი 2“ ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია მაგ თვალსაზრისით, ვის მიმართაც გადადის ეს აგრესია,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ წასული გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს.

ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს აგრესიის გადატანა დასჭირდა და ის ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ზე“ გადაიტანა.

„ხომ ასეთი არგუმენტი არსებობს, რომ თურმე ჩვენ რეალურად ცუდად კი არ ვცხოვრობთ, ამას „რუსთავი 2“ აშუქებს და ხალხი შეცდომაში შეიყვანა იმ რეალური პრობლემების გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე სწორი მისი მხრიდან იქნება, რომ რეალობა დაინახოს. ესენი ხომ თავს იტყუებენ, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები