23 აგვისტო 2019,   17:26
ვრცლად
გულწრფელი აღმოჩნდით, „რუსთავი 2“ უნდა დაუბრუნდეს თავის მფლობელს და ამისთვის გვჭირდება ამ კანონის მიღებაო - ბოკუჩავა კობახიძეს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს, დეპუტატები გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძის კომენტარს ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე შეტევას ცდილობს, რადგან ხელისუფლებას განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„ბატონო ირაკლი, მადლობა მინდა მოგახსენოთ, იმიტომ, რომ ყველაზე გულწრფელი ამ ორი დღის მანძილზე ბრძანდებოდით თქვენ, როდესაც ტრიბუნიდან გვითხარით, რომ „რუსთავი 2“ უნდა დაუბრუნდეს თავის მფლობელს და ამისთვის გვჭირდება ამ კანონის მიღებაო. ანუ როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე გულწრფელად თქვა, რომ დალაგებული გვაქვს სასამართლოში სიტუაციაო, ამ შემთხვევაში, პარლამენტში ყველაზე გულწრფელი თქვენ აღმოჩნდით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პარლამენტის თავჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძემ ყოფილი ხელისუფლება მედიის მიტაცებაში დაადანაშაულა.

დაკავშირებული სურათი„ქალბატონო თინა, ნუ ახდენთ ჩემი სიტყვების დამახინჯებას. დაულაგებელმა უზენაესმა სასამართლომ 9-ვე მოსამართლის შემადგენლობით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უკანონოდ მიტაცებული "რუსთავი 2," დაულაგებელმა უზენაესმა სასამართლომ, 9 მოსამართლის შემადგენლობით თქვა, რომ სააკაშვილს აქვს უკანონოდ მიტაცებული "რუსთავი 2," რაც იცის სრულიად საქართველომ და არა მარტო საქართველომ.  "მედი," "რუსთავი 2," "პირველი არხი," ყველაფერი მიიტაცეთ ყაჩაღური ფორმით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის წევრების აზრით, პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილია „რუსთავი 2-ზე“ იერიშის მიტანა. თინათინ ბოკუჩავამ მედიაში ბილწი სიტყვების აკრძალვასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა.

„რუსთავი 2-ზე“ როცა საუბრობთ, პირველ რიგში, იცით რა უნდა გექნათ, უნდა დაგეგმოთ ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომელიც გააკეთა რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირდაპირ ძალადობრივი მოწოდება იყო „რუსთავი 2-ის“, მისი დირექტორის და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ, რომ იაზრებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რაც თქვენ გაკისრიათ ბატონო ირაკლი, "რუსთავი 2"-ის ხსენებისას მხოლოდ ამაზე უნდა საუბრობდეთ და არ ადასტურებდეთ კიდევ ერთხელ იმ ბინძურ ზრახვებს, რაც გააჩნია ბატონ ივანიშვილს,“ - მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს.

ამ გამოსვლის შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ ხელი კვალავ ყოფილი ხელისუფლებისკენ გაიშვირა.

„რაც შეება ბატონ დიტოს, მე გავეცანი მის განცხადებას და მსგავსი არაფერი იქ არ ყოფილა. რაც შეეხება ძალადობას, ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი ხელწერა, მათ შორის, თქვენი პარტიული ტელევიზიის გენდირექტორის ხელწერა, ეს ყველაფერი რას მიანიშნებს, რომ ციხეში რაც ხდებოდა, ეს არ იყო შემთხვევითი. რასაც ვეღარ აკეთებენ თქვენი პარტიული ლიდერები, ამას გამოხატავენ ახლა ვერბალურად. ვეღარ ძალადობენ, აღარ აქვთ ამის რესურსი, იმიტომ, რომ აღარ არიან ძალაუფლებაში, გადავიდნენ ვერბალურ ძალადობაზე, ეს არის განწირული, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ყველამ ერთად ყაჩაღურად მიითვისეთ და ბუნებრივია, ცუდად გახსენდებათ, კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვით 9 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის თქმით, მმართველ გუნდს ეჩქარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტის მიღება, რათა თუნდაც „რუსთავი 2"-ან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ.

დაკავშირებული სურათი„თქვენთვის დღეს უფრო პრიორიტეტულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ კანონპროექტი, რომელიც წაკითხულიც არ აქვთ უმრავლესობიდან 5 პროცენტს. იმიტომ, რომ სასწრაფოდ უნდა დააკანონოთ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მართული უზენაესი სასამართლო, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, "რუსთავი 2"-თან დაკავშრებით, რომელიც სურს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები