23 ივლისი 2019,   06:46
ვრცლად
პროცესის დაჩქარება არ იქნება სწორი - ნინო ლომჯარია მოსამართლეების არჩევაზე

„ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესი არ იქნება სწორი,“ - ამ რეკომენდაციით დაასრულა სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საკანონმდელო ორგანოში, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ, ნინო ლომჯარიას მოხსენება მოისმინეს.

ომბუდსმენის თქმით, უზენაესი სასამართლოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დროულად შეირჩნენ მოსამართლეები. თუმცა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანამდე პარლამენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ვენეციის კომისიის ფუნდამენტური რეკომენდაციები სრულად იქნება ასახული.

„მე ძალიან კარგად მესმის თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა იქ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციასთან, ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები