21 აპრილი 2019,   22:18
ვრცლად
გიორგი გახარია სამცხე-ჯავახეთში მომუშავე პოლიციელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.

გიორგი გახარია ადგილზე მომუშავე პოლიციელებს შეხვდა. მინისტრმა თანამშრომლებს მიმდინარე და სამომავლო რეფორმები პირადად გააცნო.

„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, პრობლემური მათ შორის, განვიხილეთ გეგმები, რომლებიც უნდა შევასრულოთ წელს და რა თქმა უნდა ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის შემართება, პროფესიონალიზმის მაღალი დონე, მაღალი ხარისხი და თითოეული თანამშრომლის მოტივაცია ჩართული იყოს ყველა იმ რეფორმაში, რომელიც სამინისტროში მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2018 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.

დღის ამბები