24 ივლისი 2019,   09:26
ვრცლად
რუსეთი კლავს - სესიაშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე

რუსეთი კლავს, რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სიცოცხლეზე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ირაკლი კვარაცხელიას გალში გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების რეაგირება ადეკვატური იყო.

თუმცა, მათივე განცხადებით, აუცილებელია გამოძიება დასრულდეს და განცხადებები ამის შემდეგ გაკეთდეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ტრიბუნა, რათა რუსეთი აიძულონ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა იტვირთოს.

„ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს, რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ელემენტარულ ადამიანის სიცოცხლეზე, რაც არის ყველაზე მთავარი. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა ინსტრუმენტს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ რუსეთმა შეიგნოს რომ ის არის ოკუპანტი, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ის არის ეფექტური მოცემულობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანის უფლებებზე. ამაზე მინიმუმ მან უნდა მოახდინოს ადეკვატური რეაგირება“-განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები