21 აპრილი 2019,   23:07
ვრცლად
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნიუ-იორკის სასამართლომ 16 ახალი ბრალდება წაუყენა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნიუ-იორკის სასამართლომ 16 ახალი ბრალდება წაუყენა, ერთი საათის შემდეგ კი პოლ მანაფორტს ვაშინგტონის სასამართლომ უკანონო ლობისტური საქმიანობისა და მოწმეებზე ზეწოლისთვის განაჩენი გამოუტანა. მის სასჯელს კიდევ 3-წელიწადნახევარი დაემატა და საერთო ჯამში ციხეში 7-წელიწადნახევარს გაატარებს.

გარდა ამისა პოლ მანაფორტს მიყენებული ზიანისთვის 6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული სპეცპროკურორ რობერტ მალერის კომისიამ გამოავლინა.

დღის ამბები