24 ივლისი 2019,   08:16
ვრცლად
მეფეები ექსჰუმაციას გადაურჩნენ - ბაგრატიონების დნმ-ის ნიმუშების ბაზა არსებობს

მეფეები ექსჰუმაციას გადაურჩნენ - დედოფლის ოჯახის ბაგრატიონებთან კავშირის დასადგენად, მარტივი ტესტია საჭირო. გაირკვა, რომ არსებობს ბაგრატიონების დნმ-ის ნიმუშების ბაზა. იმისთვის, რომ ნუგზარ ბაგრატიონის მეფეებთან კავშირი დადასტურდეს, მან მხოლოდ ნერწყვის ნიმუში უნდა ჩააბაროს.

საქართველოს თავადაზნაურთა ოფისში არსებული სპეციალური ლაბორატორიიდან ნიმუშები ამერიკაში იგზავნება. მათ უკვე აქვთ სამი ბაგრატიონის ნერწყვის მეცნიერული კვლევის შედეგები, სამივეს ერთი ჰაბიტოჯგუფი დაუდგინდა q1b-1939. ამავე ციფრების ერთობლიობას უნდა დაემთხვეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამის დნმ-იც.

იმის დასადასტურებლად, რომ ანას ყოფილი ქმარი არა ბაგრატიონების ექსჰუმაციას, არამედ მარტივი პროცედურის ჩატარებას ითხოვს, საკვლევად ამერიკაში ქაშიაშვილების დნმ გაიგზავნა.  

სამეფო ოჯახებს შორის დავა გენეალოგიის დადგენის გამო არ დაწყებულა. მართლმსაჯულებას პირველად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მიმართა და ითხოვა, რომ მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის გამოყენება აეკრძალოს. მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოს სამეფო სახლის სახელით ტიტულებსა და ორდენებს ყიდის.

საუკუნის სამოქალაქო დავა, რომელსაც სამი მოსამართლე იხილავს, დაადგენს, შეუძლია თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახელით სარგებლობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები