24 ივლისი 2019,   09:25
ვრცლად
GALT & TAGGART-მა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა

GALT & TAGGART-მა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

GALT & TAGGART-ის კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი.

"GALT & TAGGART-ის  მიზანი არის, რომ სადისკუსიო პლატფორმა შესთავაზოს ამ სექტორში მოთამაშეებს. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობა ანუ სამინისტროს წარმომადგენელი ეკონომიკის, მეორეს მხრივ, ეს არის სემეკი ანუ დამოუკიდებელი რეგულატორი, მესამე მხრივ, ეს არის ინვესტორები და მეოთხე მხრივ, ეს ბანკები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამას აფინანსებენ. აი, ეს სადისკუსიო პლატფორმის შექმნა - ეს არის ის მიზანი, რომელსაც GALT & TAGGART ემსახურება,“ - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

დღის ამბები