24 ივლისი 2019,   09:09
ვრცლად
„გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ“ - ნიკა მელია

„გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტის მიერ მხარის არ დაჭერაზე გააკეთა.

კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა, საკანონმდებლო ორგანომ დღეს ჩააგდო. 

„ქართული ოცნების" უმრავლესობის უმრავლესობამ დღეს განაცხადა ღიად, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე და ა.შ. არიან ამ ქვეყნის მომავალი მართლმსაჯულება ქართული, დამოუკიდებელი, ნამდვილი, ობიექტური, მათზე უნდა ავაშენოთ, მათი მონაწილეობით - ეს იყო და ეს. ასეთი მეტამორფოზა განიცადეს. 9 წლის წინ აგინებდნენ, აძაგებდნენ, დღეს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუ არ ვცდები „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატის გამოკლებით, რაც მიღწევაა ნამდვილად, დანარჩენებმა უბრალოდ ვერ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილება, არადა მთელი უბედურება რაშია, იცით? გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას. მაგრამ ვერ გაბედეს, მხარი დაეჭირათ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

დღის ამბები