20 აპრილი 2019,   00:17
ვრცლად
მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მოსახლეობა სამოქალაქო პროტესტისთვის ემზადება

მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სოხუმის რეჟიმმა საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება აკრძალა.

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი სტუდენტი, პირობითი სახელით "ნათია", სახლში ვერ ბრუნება. სტუდენტი სოხუმში შესვლას თუ შეძლებს, არ იცის, როდის მოახერხებს უკან დაბრუნებას და სწავლის გაგრძელებას. ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზის გამო, ნათია მშობლების მოსანახულებლად ვერ მიდის.

რეჟიმმა საოკუპაციო ხაზი "ღორის გრიპის" გავრცელების მოტივით ჩაკეტა, რის გამოც, ასობით ადამიანი მოქალაქე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების პროდუქტები, დიდთოვლობის გამო, ვერც რუსეთიდან შედის და ვერც დანარჩენი საქართველოდან, მაღაზიებში პროდქტების მარაგი ამოიწურა, რასაც პანიკა მოჰყვა. ხალხის საპროტესტო კომენტარებს სოციალურ ქსელში შეხვდებით.

ოკუპირებულ ახალგორში მძიმეა ავადმყოფების მდგომარეობა, რომლებსაც, თხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლებას არ აძლევს.

ენგურის ხიდთან მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის გახსნის მოლოდინში ღამეებს ათენებენ. ენგურის ხიდზე ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელად ხალხი ყოველ დღე მიდის. გადასვლა მხოლოდ ქრთამის გადახდითაა შესაძლებელი - საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცს ხალხი დაახლოებით 300 ლარს უხდის.

ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს არაჰუმანურობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არ მიიყვანოს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის იზოლირების მეთორმეტე დღეა. ცხინვალში საკვები და მედიკამენტები ყოველ საათობრივად მცირდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ საწვავი და ფქვილის მარაგებია.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები