23 იანვარი 2019,   04:57
ვრცლად
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„ერთი დღე-ღამეა აქ ვართ, ამბობენ, რომ თოვლია და გზა არის გადაკეტილი, არ ვიცით, როდის აღდგება მოძრაობა,“ - ამბობს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

ჯვრის უღელტეხილზე კი ყველანაირი ავტომობილის გადაადგილება შეზღუდულია. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ზვავსაშიშროებაა. შესაბამისად, შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო გადაადგილებებზე შეზღუდვები დაწესდეს.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია ნახევრადმისაბმელიან და მისაბმელიანი ავტომობილებით.

გუდაურში თოვლის საფარი საღამოსთვის 40 სანტიმეტრს მიაღწევს. როგორც სინოპტიკოსები „კურიერთან“ განმარტავენ, უხვი ნალექი რეგიონში ხვალამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები