16 ნოემბერი 2018,   22:06
ვრცლად
„სამწუხაროდ, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა,“ - მიშა მშვილდაძე

„რეალობაში სამწუხაროდ, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა,“ - ასე აფასებს პროდუსერი, მიშა მშვილდაძე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს. განცხადება მან გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

მშვილდაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობამ კრიმინალურ მმართველობას ლეგიტიმაცია არ უნდ ამისცეს.

„რეალობაში, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა. ეს საფრთხე არის საფრთხე, როდესაც მოსახლეობა ხდება კრიმინალი მმართველის თანამზრახველი და აძლევს მას ლეგიტიმაციას, რომ განაგრძოს მართვა. ეს თუ მოხდა, ჩვენ ტყუილად აღმოჩნდება, რომ გვაქვს საერთოდ კონსტიტუცია, წარსული ისტორია და ყველაფერი და გავხდებით ჩვეულებრივი დამნაშავე სახელმწიფო, როგორიც არის დღესდღეობით რუსეთი, მაგალითად. როდესაც, ჩვეულებრივად, მოსახლეობა და სახელისუფლებო ელიტა დანაშაულებრივ ურთიერთკავშირშია, ყველას აშინებენ, მაგრამ რაღაც უმრავლესობას პოულობენ, რომელიც მერე ხმას აძლევს და იგებენ არჩევნებს. ამის მოთმენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არავითარი პრინციპები და ღირებულებები, როგორც სახელმწიფოს, არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები