19 სექტემბერი 2018,   12:39
ვრცლად
კანონის გარდა, არსებობს მორალი - რომან გოცირიძე დროებითი მთავრობის ინიციატივას ეხმაურება 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, მიერ წარმოდგენილ დროებითი მთავრობის ინიციატივას ეხმაურება.

განცხადება მან პარლამენტში გააკეთა. გოცირიძე აღნიშნულ საკითხს „მორალურად ცუდს“ უწოდებს.

„ხდება უპრეცედენტო შემთხვევა. ის, რომ დღეს ჩვენ ფიქტიური მინისტრები წარმოგვიდგინეთ და რომელსაც იურიდიულად შეიძლება, ვერ შევედავოთ, ეს არის მორალურად ძალიან ცუდი. ამ ადამიანებმა იციან, რომ სამი კვირის შემდეგ ისინი არ იქნებიან მინისტრები. კანონის გარდა არსებობს მორალი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივას ახალი მოდელის შექმნას უწოდებს, რომელიც საკმაოდ „პრეტენზიულია“.

„მთლიანობაში, ჩვენთვის საგანგაშოა ის მთავარი თეზისები, რომელიც თქვენს მიერ იქნა გაცხადებული. ეს არის ახალი მოდელის შექმნა, რომელიც არის ძალიან პრეტენზიული,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები