19 სექტემბერი 2018,   13:39
ვრცლად
„ფარისევლობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან იდენტური ცნებებია" - შელაპარაკება მელიას და ბახტაძეს შორის

ენმ-ის წევრი, ნიკა მელია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ფარისევლობაში ადანაშაულებს.

საუბარია 2012 წელს მამუკა ბახტაძის მიერ ენმ-თვის შეწირულ 20 ათას ლარზე. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პრემიერობის კანდიდატმა ორმაგი გათვლა გააკეთა. ვინც მოიგებდა არჩევნებს მის მხარეს დადგებოდა.

„მარტივად ჩაგიდიათ ნაციონალური მოძრაობის კალათაში კვერცხი და ქართულ ოცნებაშიც და ან ერთი მოიგებს, ერთად ვიქნები, მეორე მოიგებს, მეორესთან ვიქნები. ეს გააკეთეთ, მარტივად თქვით. ხედავ, იგრძნობა სიყალბე, ფარისევლობა, არადამაჯერებლობა,“ - მიმართა პრემიერობის კანდიდატს ნიკა მელიამ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს.

რაზეც მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ფარისევლობა ენმ-ს შეუძლია, მის პარტიაში მოიკითხოს. 

„ფარისევლობა და ნაციონალური მოძრაობა ძალიან იდენტური ცნებებია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები